Thumbnail

ნიკ ქეივი კორონავირუსზე: ნელ-ნელა ვიაზრებთ, რომ სხვა რეალობაში უნდა ვიცხოვროთ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ავსტრალიელმა მუსიკოსმა, ნიკ ქეივმა საკუთარ ვებგვერდზე Red Hand Files თაყვანისმცემლების შეკითხვებს უპასუხა. რამდენიმე მსმენელმა მას კომენტარი კორონავირუსის პანდემიასა და მის გამო გადადებულ ტურნესთან დაკავშირებით სთხოვა.

► ნიკ ქეივი: ამ სიმღერას ჯადოსნური ძალა აქვს

► ნიკ ქეივი: ქანიე ვესთი ამჟამად მსოფლიოში ყველაზე დიდი არტისტია

► ნიკ ქეივი: გეტყვით, რა პრობლემები შემიქმნა ნარკოტიკებმა

"ბოლო რამდენიმე კვირა ძალიან უცნაური იყო. თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა და რთული გადაწყვეტილებების მიღებაც მოგვიწია. ყველა ნელ-ნელა ვიაზრებთ, რომ სრულიად განსხვავებულ რეალობაში უნდა ვიცხოვროთ. დიდი ხნით იქნება ეს, თუ ცოტა, არავინ იცის. ტურნეს რაც შეეხება, ძალიან გაგვიჭირდა მისი გადადება. თუმცა, ეს ამ მომენტში ერთადერთი პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იყო. დიდ ბოდიშს გიხდით. სიყვარულით თქვენი ნიკი", - წერს არტისტი.

მუსიკოსი, მწერალი და სცენარისტი ნიკოლას ედვარდ ქეივი ავსტრალიის ქალაქ ვარაკანაბილში 1957 წლის 22 სექტემბერს დაიბადა. ჯგუფების Boys Next Door, The Birthday Party, Nick Cave and the Bad Seeds და Grindermen დამაარსებელს, პოპულარობა სიმღერებმა Into My Arms, Red Right Hand, The Ship Song, Do You Love Me? მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული