Thumbnail

ქართველი მუსიკოსები, რომლებმაც თვითიზოლაციის დროს ონლაინ კონცერტები გამართეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის ქართველი მუსიკოსები ონლაინ კონცერტებს ატარებენ. "დარჩით სახლში" ამ მოწოდებით მსმენელებისთვის ვირტუალური ღონისძიებები გამართეს ჯგუფებმა LOUDspeakers და Outsider, აგრეთვე, ნინო ქათამაძემ და ნიკა კოჩაროვმა.

► ნიკა კოჩაროვმა თვითიზოლაციაში მყოფებისთვის ონლაინ კონცერტი გამართა

LOUDspeakers, Outsider და ნინო ქათამაძე LenøRecords-ის ახალი პროექტის ფარგლებში წარდგნენ, რომელიც შინ მყოფი ადამიანებისთვის ღონისძიებების ონლაინ რეჟიმში გამართვას ითვალისწინებს. ნიკა კოჩაროვი კი ლაივში საკუთარი სახლიდან ჩაერთო.

ბენდი LOUDspeakers მსმენელების წინაშე 50-წუთიანი პროგრამით წარდგა.

Posted by Leno Sessions on კვირა, 22 მარტი, 2020

თითქმის 1 საათის განმავლობაში უკრავდნენ რობი კუხიანიძე და მისი ჯგუფი Outsider.

Posted by Leno Sessions on პარასკევი, 20 მარტი, 2020

თვითიზოლირებული პირებისთვის საათნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში იმღერა ნინო ქათამაძემ.

Posted by Leno Sessions on შაბათი, 21 მარტი, 2020

ნიკა კოჩაროვმა კი ონლაინ უკვე მეორედ გამართა კონცერტი.

Posted by Young Georgian Lolitaz on პარასკევი, 20 მარტი, 2020

რამდენიმე დღის წინ მსმენელებისთვის მინი კონცერტი ჩაატარა მებო ნუცუბიძემაც.

კომენტარები

ბოლოს დამატებული