Thumbnail

ნახეთ: თვითიზოლაციაში მყოფი ბაბუა და შვილიშვილი I Want To Break Free-ს ასრულებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწყებული მასობრივი თვითიზოლაციის გამო ერთმანეთის მონახულებას ოჯახის წევრებიც ვერ ახერხებენ. ტვიტერზე ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ ასრულებენ ირლანდიელი ბაბუა და შვილიშვილი დისტანციურად ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის ჰიტს I Want To Break Free. მას შემდეგ, რაც 9 წლის ბიჭუნას დედამ კადრები სოციალურ ქსელში განათავსა, ის ინტერნეტს ვირუსულად მოედო.

► ნახეთ: ესპანელ პიანისტს აივანზე დაკვრისას საქსოფონისტი მეზობელი შეუერთდა

► ნახეთ: ნეაპოლში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები ერთმანეთს სიმღერით ამხნევებენ

ბოლო მონაცემებით, ირლანდიაში კორონავირუსის 1 125 შემთხვევა არის გამოვლენილი. გარდაცვლილთა რაოდენობამ ექვსს მიაღწია.

1984 წელს გამოშვებული I Want to Break Free "ქუინის" მეთერთმეტე ალბომში The Works არის წარმოდგენილი. კომპოზიციას განსაკუთრებული პოპულარობა კლიპმა მოუტანა, რომელშიც კოლექტივის წევრები ე.წ. დრაგ ქუინის კოსტიუმებში არიან გამოწყობილი. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული