Thumbnail

BTS-მა კორეული ენის შემსწავლელი ონლაინ პროგრამა დაიწყო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS თაყვანისმცემლებისთვის კორეული ენის შემსწავლელ პროგრამას იწყებს. დღეიდან პლატფორმა Weverse-ზე ეტაპობრივად 30 სამწუთიანი გაკვეთილი გახდება ხელმისაწვდომი.

► BTS-მა ბილბორდის მსოფლიო სიმღერების ჩარტში რეკორდი დაამყარა

►  პაულო კოელიო: ვისაც BTS სძულს, სინამდვილეში სურს, მათ ჰგავდეს

► ნახეთ: BTS კომპოზიციის Black Swan ალტერნატიულ ვიდეორგოლს ავრცელებს

"თითოეული გაკვეთილი შექმნილი იქნება ისე, რომ ჯგუფის სხვადასხვა ეროვნების თაყვანისმცემელმა, ვისაც ენის ბარიერი აქვს, რაც შეიძლება, მარტივად და მხიარულად მოახერხოს კორეულის შესწავლა", - ნათქვამია კოლექტივის ლეიბლის Big Hit Entertainment განცხადებაში.

ლეიბლისვე ცნობით, ონლაინ გაკვეთილების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც უამრავი უცხოელი მსმენელი ბენდის ვიდეოებზე ინგლისურენოვანი სუბტიტრების დადებას ითხოვდა.

სავარჯიშოები დაფუძნებული იქნება კოლექტივის სიმღერებზე, ტელეშოუზე Run BTS!, არტისტების სიტყვით გამოსვლებზე, სხვადასხვა ვიდეოზე და ა.შ.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, "ბითიესი" გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული