Thumbnail

მოუსმინეთ: The Weeknd ალბომის After Hours დელუქს ვერსიას ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე შოუბიზნესის ერთ-ერთმა ყველაზე მოთხოვნადმა მუსიკოსმა The Weeknd ახლახან გავრცელებული ალბომის After Hours დელუქს ვერსია გამოაქვეყნა, რომელიც დამატებით 5 კომპოზიციას მოიცავს. მათ შორის 4 ტრეკი სტუდიური ნამუშევრის სტანდარტულ გამოცემაში შესული ჩანაწერების რემიქსია.

► მოუსმინეთ: The Weeknd ახალ ალბომს After Hours ავრცელებს 

► ნახეთ: The Weeknd კლიპს In Your Eyes ავრცელებს 

► ელტონ ჯონი: The Weeknd ძალიან მიყვარს 

მეხუთე ტრეკი Scared To Live ცნობილ გადაცემაში SNL შესრულებული პერფორმანსის ლაივ ჩანაწერია. აღსანიშნავია, რომ კომპოზიციაზე Heartless მომღერალმა პოპულარულ ფილადელფიელ ჰიპ ჰოპ არტისტ Lil Uzi Vert-თან ითანამშრომლა.

კანადელმა მუსიკოსმა აბელ მაკონენ ტესფაიემ, სასცენო სახელით The Weeknd, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მან სახელი 2011 წელს გავრცელებული მიქსტეიპებით House Of Balloons, Thursday და Echoes Of Silence გაითქვა, რომლებიც მოგვიანებით კომპილაციური ალბომის სახით გამოუშვა.

2013 წელს უიქენდმა სადებიუტო სტუდიური ალბომი Kiss Land გაავრცელა. ორი წლის შემდეგ გამოცემული Beauty Behind the Madness კი მისი პირველი ჩანაწერი გახდა, რომელმაც "ბილბორდის" ჩარტში ლიდერის პოზიცია დაიკავა. 2016 წელს კანადელი შემსრულებლის მორიგი წარმატებული ნამუშევარი Starboy გამოდის. მიმდინარე წლის მარტში კი გაყიდვაში მისი მეოთხე სტუდიური ალბომი After Hours ჩაეშვა. სამი გრემის მფლობელი მუსიკოსის შემოქმედება ალტერნატიული არენბისა და პოპის სინთეზია. არტისტის თქმით, მასზე გავლენა მაიკლ ჯექსონმა, პრინსმა და არ ქელიმ მოახდინეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული