Thumbnail

ნახეთ: ბილი ჯო არმსტრონგმა Tommy James and the Shondells-ის სიმღერა დააქავერა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ამერიკული როკ ბენდის, Green Day-ს ფრონტმენმა, ბილი ჯო არმსტრონგმა პოპ როკ ჯგუფის Tommy James and the Shondells კომპოზიციის I Think We’re Alone Now ქავერ ვერსია და მასზე შექმნილი ვიდეორგოლი გაავრცელა. კორონავირუსის პანდემიის გამო თვითიზოლაციაში მყოფმა არტისტმა სიმღერა საკუთარ საძინებელში ჩაწერა.

► ბილი ჯო არმსტრონგი: ამ სიმღერის შესრულება ჩემთვის ზედმეტად რთულია

► ბილი ჯო არმსტრონგი: Wake Me Up When September Ends მამის გარდაცვალებამ დამაწერინა

Green Day კალიფორნიაში 1986 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში ჯგუფმა 85 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. ბენდს გრემის ჯილდო 5-ჯერ აქვს მოპოვებული. 2015 წელს კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული