Thumbnail

ნახეთ: The Window ახალი კომპოზიციით მსმენელებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ქართულმა ჯგუფმა The Window ახალი კომპოზიცია Hear The Silence და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. კორონავირუსის პანდემიის გამო თვითიზოლაციაში მყოფმა ბენდის წევრებმა თავიანთი პარტიები საკუთარ სახლებში ჩაწერეს.

"ვიდეო შექმნილია თვითიზოლაციის პირობებში, რათა წავახალისოთ ადამიანები, დარჩნენ სახლებში და გადაარჩინონ სიცოცხლე", - აცხადებს კოლექტივი.

The Window თბილისში 2009 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფში ოთხი წევრია: ნინო ისაკაძე, ემი ნიუმანი, დავით თავაძე და მარიამ წიბახაშვილი. ბენდმა 2014-15 წლებში Tbilisi Open Air-ზეც დაუკრა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული