Thumbnail

Radiohead-ის გიტარისტი ედ ო'ბრაიენი: მგონი, კორონავირუსი მაქვს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Radiohead-ის გიტარისტი ედ ო'ბრაიენი, სავარაუდოდ, კორონავირუსითაა ინფიცირებული. ინფორმაციას არტისტი ტვიტერის საშუალებით თავად ავრცელებს.

► ახეთ: Radiohead-ის გიტარისტმა, ედ ო'ბრაიენმა ახალი ტრეკი Shangri-La გამოსცა

"ბოლო დღეების განმავლობაში გრიპის მსგავსი სიმპტომები მაქვს, დაკარგე ყნოსვისა და გემოს შეგრძნებაც. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, კორონავირუსია. თავს კარგად ვგრძნობ. ტესტირება არ გამიკეთებია, რადგან ვფიქრობ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ანალიზი ჩემზე მეტად სჭირდებათ. გაუფრთხილდით ერთმანეთს", - წერს მუსიკოსი.

ედ ო'ბრაიენმა მუსიკალური კარიერა 1985 წელს ჯგუფ Radiohead-ში მოღვაწეობით დაიწყო. გიტარისტობის გარდა, ის ბენდის ბექ-ვოკალისტიცაა. 2010 წელს არტისტი ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone ყველა დროის საუკეთესო გიტარისტებს შორის დაასახელა. 2019 წელს ის კოლექტივთან ერთად როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული