Thumbnail

50 Cent: თვითიზოლაციის პერიოდში ბევრი ადამიანი გასუქდება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კურტის ჯექსონმა, ფსევდონიმით 50 Cent გამოცემა The Wall Street Journal-ის რუბრიკაში My Monday Morning მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც ცნობილი ადამიანები გვიყვებიან, როგორ იწყებენ ახალ სამუშაო კვირას. კორონავირუსის პანდემიის გამო თვითიზოლაციაში მყოფმა 44 წლის მუსიკოსმა აღნიშნა, რომ უკვე მეხუთე დღეა, მთელ დროს სახლში ატარებს, თუმცა, ცდილობს, ფორმა შეინარჩუნოს.

"მეხუთე დღეა, სახლში ვარ. ეს ყველაზე უსაფრთხო ადგილია. სოციალური დისტანცირების დაცვისკენ მოგვიწოდებენ. ვაცნობიერებ, რომ ამის გაკეთება აუცილებელია. ვარჯიში რომ მომინდება, ქუჩაში ვირბენ. ბევრმა ადამიანმა თვითიზოლაცია ისე გაიგო, რომ სახლში უნდა იჯდეს და გასუქდეს. ისინი ნამდვილად მოიმატებენ წონაში", - აღნიშნა მან.

რეპერის თქმით, იმ ვარჯიშებს, რომლებსაც ადრე მწვრთნელის მეთვალყურეობით სპორტდარბაზში აკეთებდა, ახლა სახლში იმეორებს და სხვებსაც ურჩევს, თვითიზოლაციის პერიოდი ფიზიკურ აქტივობებსა და ჯანსაღ კვებას დაუთმონ.

50 Cent-მა მუსიკალური კარიერა 90-იან წლებში დაიწყო. მას წარმატება სადებიუტო სტუდიურმა ალბომმა Get Rich оr Die Tryin' მოუტანა. 2003 წლიდან დღემდე ამ ნამუშევრის 14 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა. 2015 წლის მიწურულს არტისტმა ბოლო ოფიციალური მიქსტეიპი The Kanan Tape გამოუშვა, რომლის წამყვანმა სინგლმა I'm the Man პლატინის სტატუსი მოიპოვა. სოლო შემოქმედების გარდა, 50 Cent პოპულარული ჰიპ ჰოპ გაერთიანებისა და ლეიბლის G-Unit-ის დამფუძნებელია. მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული