Thumbnail

ნახეთ: კანადაში თვითიზოლაციაში მყოფებმა ლეონარდ კოენის სიმღერა შეასრულეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კორონავირუსის პანდემიის გამო კანადის ქალაქ მონრეალში თვითიზოლაციაში მყოფმა ადამიანებმა საკუთარ აივნებზე თანამემამულე არტისტის, ლეგენდარული ლეონარდ კოენის კომპოზიცია So Long, Marianne შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ კომპოზიცია So Long, Marianne აივანზე შეასრულა კანადელმა მომღერალმა, მარტა უეინრაითმაც.

Alone Together - Martha Wainwright, en direct du balcon

Posted by URSA mtl on კვირა, 22 მარტი, 2020

კომპოზიციის ორიგინალი ვერსია ლეონარდ კოენის სადებიუტო ალბომში Songs of Leonard Cohen არის წარმოდგენილი, რომელიც 1967 წელს გამოიცა. სიმღერის ინსპირაციის წყარო მერიენ ილენი გახლავთ, რომელთანაც მუსიკოსს წლების განმავლობაში რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული