Thumbnail

ნახეთ: ჯარვის კოკერმა 5 საყვარელი ფილმი დაასახელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ბრიტპოპ ჯგუფის, Pulp-ის ყოფილმა ფრონტმენმა, ჯარვის კოკერმა თვითიზოლაციაში მყოფ მსმენელებს საყვარელი ფილმების ხუთეული გაუზიარა.

► ნახეთ: ჯარვის კოკერმა ახალი კომპოზიცია House Music All Night Long გაავრცელა

1. "კესი" (რეჟისორი: კენ ლოუჩი, 1969 წელი)
2. "ვილი ვონკა და შოკოლადის ქარხანა" (რეჟისორი: მელ სტუარტი, 1971 წელი)
3. "ბეტმენის დაბრუნება" (რეჟისორი: ტიმ ბარტონი, 1992 წელი)
4. დოკუმენტური ფილმი Glastonbury-ის შესახებ (რეჟისორი: ნიკოლას როუგი, 1972 წელი)
5. "ლეოპარდი" (რეჟისორი: ლუკინო ვისკონტი, 1963 წელი).

აღსანიშნავია, რომ ჯარვის კოკერმა კორონავირუსის პანდემიის გამო, ახალი პროექტის Jarv Is... ფარგლებში, სადებიუტო ალბომის Beyond The Pale გამოშვების თარიღი შეცვალა. ჩანაწერი, რომლის გამოცემაც 1 მაისს იგეგმებოდა, 4 სექტემბერს გამოვა.

ჯარვის კოკერმა შემოქმედებითი კარიერა 1978 წელს ჯგუფ Pulp-თან ერთად დაიწყო. კოლექტივმა არსებობის განმავლობაში 7 ალბომი გამოსცა, მათ შორის უკანასკნელი We Love Life 2001 წელს. ბენდს განსაკუთრებული წარმატება ჰიტებმა Common People და Disco 2000 მოუტანა.

Pulp-ის დაშლის შემდეგ, კოკერმა სოლო კარიერა დაიწყო. 2006 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ჩანაწერი Jarvis გაავრცელა. დღემდე არტისტს სამი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული