Thumbnail

86 წლის ჯაზ მუსიკოსი, მანუ დიბანგო კორონავირუსით გარდაიცვალა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

საფრანგეთში მოღვაწე კამერუნელი ჯაზ შემსრულებელი, ემანუელ დიბანგო, იგივე Manu Dibango, 86 წლის ასაკში ახალმა კორონავირუსმა იმსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია მისი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. დიბანგო მსოფლიოში განთქმული ერთ-ერთი პირველი ადამიანია, რომელიც Covid19-ით გარდაიცვალა.

► Radiohead-ის გიტარისტი ედ ო'ბრაიენი: მგონი, კორონავირუსი მაქვს

"ღრმა მწუხარებით გატყობინებთ, რომ 24 მარტს, 86 წლის ასაკში, Covid19-ით ინფიცირების შედეგად, მანუ დიბანგო გარდაიცვალა. დაკრძალვის შესახებ ინფორმაცია მკაცრად გასაიდუმლოებულია. მის ხსოვნას პატივს მუსიკალური საღამოთი მივაგებთ, რომლის ორგანიზებაც შეძლებიდაგვარად მოკლე დროში იგეგმება", - წერია განცხადებაში.

როგორც "ფრანს-პრესს" დიბანგოს აგენტმა, ტიერ დიოროპერმა განუცხადა, არტისტი პარიზის რეგიონულ ჰოსპიტალში გამთენიისას გარდაიცვალა.

მანუ დიბანგო

მანუ დიბანგოს აფრო-ჯაზის პიონერად მოიხსენიებენ. ის საქსოფონსა და ვიბროფონზე უკრავდა. არტისტი, სხვა ჟანრებთან ერთად, ფანკისა და კამერუნული ტრადიციული მუსიკის გავლენას განიცდიდა. დიბანგომ პოპულარობა 1972 წელს გამოშვებული ჰიტით Soul Makossa მოიპოვა, რომელიც სხვადასხვა დროს ისეთმა ვარსკვლავებმა გასემპლეს, როგორებიც არიან: მაიკლ ჯექსონი, ქანიე ვესთი და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული