Thumbnail

ნახეთ: Boldy James, The Alchemist და Evidence კლიპში Grey October

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ პროდიუსერმა, დანიელ ალან მამანმა, ფსევდონიმით The Alchemist და დეტროიტელმა ანდერგრაუნდ ემსიმ, ჯეიმს ჯოუნსმა, სასცენო სახელით Boldy James, კომპოზიციაზე Grey October გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნეს. ტრეკში ალქემისთის ახლო მეგობარი, რეპერი Evidence მონაწილეობს. ჩანაწერი, რომლის პროდიუსერიც დანიელი გახლავთ, მისი და ბოლდის კოლაბორაციული ალბომის The Price Of Tea In China ერთ-ერთი სინგლია.

► ნახეთ: The Alchemist და Boldy James კლიპს Surf & Turf ავრცელებენ 

► ნახეთ: The Alchemist და Boldy James კლიპს Scrape The Bowl ავრცელებენ 

► ნახეთ: Kenny Beats & The Alchemist X Boldy James - The Cave 

ბოლდი ჯეიმსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ალქემისთი კი ჟანრის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული პროდიუსერია. კოლეგებმა კარიერის განმავლობაში არაერთ წარმატებულ ჩანაწერზე ითანამშრომლეს. 2013 წელს ბოლდიმ და ალანმა პირველი ერთობლივი ალბომი My 1st Chemistry Set გამოაქვეყნეს. 7 წლის შემდეგ კი მუსიკოსებმა მსმენელს მეორე კოლაბორაციული ალბომი The Price Of Tea In China შესთავაზეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული