Thumbnail

ნახეთ: Radiohead ნიდერლანდებში გამართული კონცერტის სრულ ჩანაწერს ავრცელებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო თვითიზოლირებული ადამიანებისთვის ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Radiohead 2017 წლის 19 ივნისს ნიდერლანდებში, ფესტივალ Best Kept Secret-ზე გამართული კონცერტის სრული ჩანაწერი გაავრცელა. ღონისძიებაზე ბენდმა 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში 24 კომპოზიცია შეასრულა.

 Radiohead-ის გიტარისტი ედ ო'ბრაიენი: მგონი, კორონავირუსი მაქვს

► მოუსმინეთ: Radiohead-მა ტრეკის Treefingers ალტერნატიული ვერსია გაავრცელა

► ჯგუფმა Radiohead ონლაინ ბიბლიოთეკა შექმნა

კონცერტის ყურება ჯგუფის ონლაინ ბიბლიოთეკის ვებგვერდზეა შესაძლებელი.

"რედიოჰედი" ქალაქ აბინგდონში 1985 წელს შეიქმნა. მუსიკოსებმა 1992 წელს სადებიუტო სინგლი Creep გამოუშვეს, რომელიც მომდევნო წელს, მათი პირველი ალბომის Pablo Honey გამოსვლისთანავე, მსოფლიო ჰიტად იქცა. 3 გრემის მფლობელმა ბენდმა ბოლო ნამუშევარი A Moon Shaped Pool 2016 წელს გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული