Thumbnail

ნახეთ: Christine and the Queens-მა The Weeknd-ის Blinding Lights დააქავერა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ფრანგმა არტისტმა, ელოიზა ლეტისიემ, პროექტით Christine and the Queens, სოციალური დისტანცირების კამპანიის ფარგლებში, კანადელი მუსიკოსის The Weeknd კომპოზიციის Blinding Lights ქავერ ვერსია ჩაწერა.

► ნახეთ: Christine and the Queens მოკლემეტრაჟიან ფილმს La vita nuova ავრცელებს

► ნახეთ: Christine and the Queens - People, I’ve Been Sad

Blinding Lights უიქენდმა გასული წლის ნოემბერში გაავრცელა. სინგლი არტისტის ბოლო ალბომში After Hours შედის, რომელიც გაყიდვაში 2020 წლის 20 მარტს ჩაეშვა.

Christine And The Queens ფრანგი არტისტის, ელოიზა ლეტისიეს პროექტია. მუსიკალური საქმიანობის გარდა, მომღერალი მხატვრობითა და ფოტოგრაფიითაც არის დაკავებული. მისი ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია Christine და Saint Claude.

კომენტარები

ბოლოს დამატებული