Thumbnail

პატიმრობაში მყოფი ფლორიდელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ჯემელ დემონსის, ფსევდონიმით YNW Melly, იუთუბის არხზე შემსრულებლის პოპულარული კომპოზიციის Suicidal რემიქსზე გადაღებული ვიდეორგოლი გავრცელდა. ჩანაწერის ალტერნატიულ ვერსიაში მელის მეგობარი, 2019 წლის დეკემბერში გარდაცვლილი მუსიკოსი Juice WRLD მონაწილეობს.

► მოუსმინეთ: პატიმრობაში მყოფი YNW Melly სადებიუტო ალბომს Melly vs. Melvin ავრცელებს 

► ნახეთ: YNW Melly ვიდეორგოლს No Heart ავრცელებს 

► ნახეთ: პატიმრობაში მყოფი YNW Melly-ს ვიდეორგოლი City Girls გავრცელდა 

კრიმინალური წარსულის მქონე რეპერმა მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. არტისტი ფართო საზოგადოებამ 2018 წლის სადებიუტო მიქსტეიპით I Am You გაიცნო. ნამუშევრის წამყვანმა კომპოზიციამ Murder On My Mind მსმენელის მოწონება მალევე დაიმსახურა. ტრეკმა ოქროს სტატუსიც მოიპოვა. ერთი წლის შემდეგ, მელიმ რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი We All Shine გაავრცელა, რომელშიც ლეგენდარული კოლეგის, ქანიე ვესთის მონაწილეობით შექმნილი ტრეკი Mixed Personalities შევიდა. 2019 წლის მიწურულს გაყიდვაში მუსიკოსის სადებიუტო ალბომი Melly vs. Melvin ჩაეშვა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული