Thumbnail

ქართულმა ჯგუფმა Four Dimensional Monster Lobsters ახალი კომპოზიცია Jennifer Gentle და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. სინგლი მუსიკოსების მომავალ ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომლის გამოცემაც მიმდინარე წლის აპრილში იგეგმება.

► ნახეთ: 4D Monster Lobsters - I Don't Want to Be Sad

► მოუსმინეთ: 4D Monster Lobsters - Secret Missions of Old Mr Rolland

Four Dimensional Monster Lobsters თბილისში 2018 წელს ჩამოყალიბდა. იმავე წელს ჯგუფმა სადებიუტო EP სახელწოდებით A Call in the Radio გამოსცა. ფსიქოდელიური სინთპოპ ბენდი ოთხი წევრისგან შედგება: ბექა თევდორაშვილი, კოკო ანთელავა, სანდრო ფაილოძე და თენგო ნოზაძე.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული