Thumbnail

ქართულმა ჯგუფმა On The Road ახალი კომპოზიცია Stay Back გაავრცელა. სინგლი ბენდის სადებიუტო ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც ახლო მომავალში გამოიცემა.

► მოუსმინეთ: ჯგუფმა On The Road სიმღერის Heal Yourself სტუდიური ვერსია გამოუშვა

► ნახეთ: ქართულმა ჯგუფმა On The Road კომპოზიცია Am I The One? შეასრულა

On The Road ლადო გიგაიამ და ავთო ირემაშვილმა 2017 წელს ჩამოაყალიბეს. კოლექტივის შემადგენლობა დღემდე რამდენჯერმე შეიცვალა. ამჟამად კი ის 6 წევრისგან შედგება: ლადო გიგაია, ავთო ირემაშვილი, თორნიკე ჯაფიაშვილი, დათა წერეთელი, ბექა ჩხარტიშვილი და გიგი კობერიძე.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული