Thumbnail

ბრიტანულ-ამერიკულმა როკ ჯგუფმა The Pretenders ახალი კომპოზიცია Hate For Sale გაავრცელა. სინგლი კოლექტივის მომავალ ალბომში Hate for Sale იქნება წარმოდგენილი, რომელიც, კორონავირუსის პანდემიის გამო, 1 მაისის ნაცვლად 17 ივლისს გამოიცემა.

► მოუსმინეთ: The Pretenders - The Buzz

The Pretender ქალაქ ჰერეფორდში 1978 წელს შეიქმნა. ორ წელიწადში მუსიკოსებმა ჯგუფისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელეს. ბენდს ამ დრომდე 10 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. არსებობის განმავლობაში კოლექტივის შემადგენლობა არაერთხელ შეიცვალა. ჯგუფის ერთადერთი მუდმივი წევრი კრისი ჰაიდნია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული