Thumbnail

მაილი საირუსი: ეკლესია მივატოვე, რადგან ჩემს გეი მეგობრებს მკურნალობას აიძულებდნენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

თვითიზოლაციაში მყოფმა ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, მაილი საირუსმა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში თაყვანისმცემლების გასამხნევებლად ონლაინ თოქ-შოუ Bright Minded დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ინსტაგრამის ლაივში სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად ერთვება. მე-5 ეპიზოდს კანადელი მომღერლის, ჯასტინ ბიბერის ცოლი, მოდელი ჰეილი ბოლდუინი სტუმრობდა, რომელთან ერთადაც სხვადასხვა თემაზე, მათ შორის რელიგიურ საკითხებზე ისაუბრა.

► ნახეთ: მაილი საირუსი Marc Jacobs-ის ჩვენებაზე გამოვიდა

► ნახეთ: მაილი საირუსმა The Doors-ის კომპოზიცია Roadhouse Blues შეასრულა

27 წლის არტისტის თქმით, ეკლესიაში სიარული თინეიჯერობის ასაკში მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მის გეი მეგობრებს ე.წ. კონვერსიული, გამოსასწორებელი თერაპიის გავლა აიძულეს.

"მშობლები მორწმუნედ მზრდიდნენ, ეკლესიაში სიარულს ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, მაგრამ ღმერთთან ჩემთვის მისაღები ურთიერთობის ჩამოყალიბება მაინც გამიჭირდა. ბედნიერი ვარ, რომ საბოლოოდ ეს შევძელი. სკოლაში რამდენიმე გეი მეგობარი მყავდა, ისინი ქრისტიანული ეკლესიისთვის მიუღებლები აღმოჩნდნენ. 90-იანი წლები იყო, ხომ ხვდები. ეს არის მიზეზი, რის გამოც შეიძლება, ითქვას, ჩამოვშორდი ეკლესიას. მათ კონვერსიული თერაპიის დაწესებულებებში გზავნიდნენ, რის გამოც ძალიან რთული პერიოდის გადატანა მომიხდა. თანაც მაშინ საკუთარი სექსუალობის გამორკვევის პროცესში ვიყავი", - იხსენებს არტისტი, რომელმაც წარსულში საჯაროდ განაცხადა, რომ პანსექსუალია.

ჰეილიმ კი საირუსს უპასუხა:

"მე მწამს, რომ იესოს ყველა ადამიანი უყვარს განურჩევლად იმისა, როგორ ცხოვრობენ ისინი. მეც მიჭირდა იმასთან შეგუება, რომ ეკლესიისთვის ზოგიერთი პიროვნება მიუღებელი იყო. არ შეიძლება, ისინი შეზღუდო, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც უყვართ".

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია WreckingBall ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული