Thumbnail

ჰიპ ჰოპ არტისტმა, გარი ლუკას უმცროსმა, ფსევდონიმით Joyner Lucas, ახალი კომპოზიცია Will და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჯოინერმა ჩანაწერი ცნობილი მსახიობისა და მუსიკოსის, უილ სმიტის შთაგონებით შექმნა. კლიპში რეპერმა უილის მიერ შესრულებული დასამახსოვრებელი როლები განასახიერა. ტრეკი ლუკასის სადებიუტო ალბომის ADHD ერთ-ერთი სინგლია, რომელიც გაყიდვაში 27 მარტს გავრცელდება.

► ნახეთ: Joyner Lucas - Lotto 

► ნახეთ: Joyner Lucas-მა კომპოზიციაზე Revenge კლიპი გადაიღო

რეპერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. ცამეტწლიანი მუსიკალური კარიერის მიუხედავად, არტისტს ალბომი არ გამოუცია. ჯოინერი ფართო საზოგადოებამ 2015 წლის სინგლით Ross Capicchioni გაიცნო. 2016-ში მუსიკოსი ცნობილი ლეიბლის Atlantic Records წევრი გახდა. ერთი წლის შემდეგ კი, შემსრულებელმა ოფიციალური მიქსტეიპი 508-507-2209 გაავრცელა, რომელმაც კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები დაიმსახურა. მალევე რეპერმა მისი ყველაზე პოპულარული კომპოზიცია I'm Not Racist გამოაქვეყნა. ტრეკზე გადაღებულმა ვიდეორგოლმა იუთუბზე 136 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული