Thumbnail

მოუსმინეთ: Dua Lipa ახალ კომპოზიციას Break My Heart ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბრიტანელი პოპვარსკვლავი, დუა ლიპა ახალ კომპოზიციას Break My Heart ავრცელებს. სიმღერა არტისტის მომავალ, რიგით მეორე ალბომში Future Nostalgia შევა. ჩანაწერში ავსტრალიური ბენდის INXS ტრეკის Need You Tonight ინსტრუმენტალია გამოყენებული.

► მოუსმინეთ: Dua Lipa ახალ კომპოზიციას Physical ავრცელებს

გრემის მფლობელმა, წარმოშობით ალბანელმა მომღერალმა, დუა ლიპამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმარტება 2017 წელს გამოსულმა სინგლმა New Rules მოუტანა. ჩანაწერზე გადაღებულმა კლიპმა იუთუბზე ორ მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული