Thumbnail

მოუსმინეთ: ჩესტერი - არის ასეთი ქვეყანა (რემიქსი)

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ქართველი ჰიპ ჰოპ არტისტი ლაშა დავითური, ფსევდონიმით ჩესტერი, მსმენელს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. მუსიკოსმა 2018 წლის კომპოზიციის "არის ასეთი ქვეყანა" ალტერნატიული ვერსია გამოაქვეყნა, რომლის პროდიუსერიც ლაშა თავად გახლავთ. აღსანიშნავია, რომ რეპერმა ჩანაწერში მისი წარსული შემოქმედებისთვის უჩვეულო ჟღერადობის ინსტრუმენტალი გამოიყენა.

► ჩესტერის 5 საყვარელი სიმღერა 

► ნახეთ: B2B Cypher - Mush One x Chester (Prod. By Chester) 

► მოუსმინეთ: ჩესტერი - ჩემი სახელია 

ჩესტერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის მუსიკალური გაერთიანების BAZA წევრი იყო. 2015 წელს კოლექტივმა პირველი და უკანასკნელი, 6 ტრეკისგან შემდგარი ჩანაწერი "N1" გაავრცელა. რეპერის პოპულარული კომპოზიციებია "სხვა ეტაპი", "ჩემი ქალაქი" და სხვა. არტისტის ნამუშევრები ჯაზისა და ფანკის ელემენტების სიმრავლით გამოირჩევა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული