Thumbnail

ბილი აილიში: ამ სიმღერების შთაგონებით ჩავწერე პირველი ალბომი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა პლატფორმა Apple Music-ზე იმ კომპოზიციების ფლეილისტები შეადგინა, რომელთა გავლენითაც გრემის მფლობელი სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? ჩაწერა. 18 წლის არტისტმა სიმღერების ჩამონათვალი თაყვანისმცემლებს ინსტაგრამის სთორის საშუალებით გაუზიარა. როგორც აღმოჩნდა, გოგონას ნამუშევრის კომპოზიციების დაწერა ისეთმა ჯგუფებმა და სოლო შემსრულებლებმა შთააგონეს, როგორებიც არიან: ქანიე ვესთი, მაკ მილერი, ფიბი ბრიჯერსი, LCD Soundsystem და სხვები.

► ბილი აილიში კორონავირუსის გავრცელებას ეხმაურება

► ბილი აილიშმა ახალი ალბომის ჩაწერა დაიწყო

აღსანიშნავია, რომ სიმღერის Goodbye შთაგონების წყაროდ მუსიკოსმა თავისივე ნამუშევრები დაასახელა.

"ალბომის დანარჩენი კომპოზიციები, რომლებიც ამ ჩამონათვალში არ შეგხვდებათ, სხვა სიმღერების ინსპირაციით არ დამიწერია", - აღნიშნა ბილიმ.

Bad Guy

Xanny

Bury a Friend

When the Party's Over

I Love You

Wish You Were Gay

Listen Before I Go

8

Ilomilo

Goodbye

ბილი ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული