Thumbnail

50 Cent: ფოფ სმოუქი ყველასგან განსხვავდებოდა, მე ის ძალიან მიყვარდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კორონავირუსის პანდემიის გამო თვითიზოლაციაში მყოფმა ლეგენდარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კურტის ჯექსონმა, ფსევდონიმით 50 Cent, ინსტაგრამის პირდაპირი ჩართვის საშუალებით თაყვანისმცემლების კითხვებს უპასუხა. სხვადასხვა საკითხთან ერთად, ნიუ იორკელმა თებერვალში გარდაცვლილი 20 წლის კოლეგის, Pop Smoke-ის შესახებ ისაუბრა და მის მიმართ პატივისცემა კიდევ ერთხელ საჯაროდ გამოხატა.

► 50 Cent: გადავწყვიტე, Pop Smoke-ის ალბომი დავასრულო 

► ცნობილი მუსიკოსები რეპერ Pop Smoke-ის მკვლელობას გამოეხმაურნენ  

"ახალი თაობის ჰიპ ჰოპ არტისტებს შორის ფოფ სმოუქი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი იყო. გეფიცებით, მე ის მიყვარდა. როდესაც ჩვენ ერთმანეთს შევხვდით, ბევრი ვისაუბრეთ.  გამუდმებით ტელეფონს ჩასცქეროდა, რამაც ძალიან გამაღიზიანა. ცოტა ხანში მივხვდი, რომ ჩემს რჩევებს მობილურში იწერდა. ამით გაკვირვებული დავრწმუნდი, რომ ფოფ სმოუქი კოლეგებისგან, რომლებიც ჩემი ნამუშევრების კონკრეტულ მომენტებს პირდაპირ აკოპირებდნენ, საგრძნობლად განსხვავდებოდა. ის შთაგონების წყაროდ იხდიდა იმ მონაკვეთებს, რაც კარგი მქონდა. ასეთ რამეს ჰიპ ჰოპში ძალიან ვაფასებ", - აღნიშნა კურტისმა.

ფოფ სმოუქი, რომელიც ნიუ იორკული ჰიპ ჰოპის ახალი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი იყო, ჰოლივუდ ჰილზზე საკუთარ სახლში მოკლეს. მისი ერთ-ერთი მთავარი მენტორი სწორედ კურტისი გახლდათ. 

ბრუკლინელმა რეპერმა მუსიკალური კარიერა 2018 წელს დაიწყო. 2019 წელს ახალგაზრდა მუსიკოსმა სადებიუტო მიქსტეიპი Meet The Woo გაავრცელა. ამის შემდეგ ფოფ სმოუქი მისი პოპულარული კოლეგის, ტრევის სკოტის ლეიბლს შეუერთდა და მსმენელთა წინაშე კოლექტივის სადებიუტო ნამუშევარშიც JACKBOYS გამოჩნდა. არტისტი სახასიათო ტემბრით, მისი შემოქმედება კი ენერგიული, დრილ მუსიკისთვის დამახასიათებელი ჟღერადობით გამოირჩეოდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, შესრულებელმა რიგით მეორე მიქსტეიპი Meet The Woo 2 გამოაქვეყნა, რომელმაც თაყვანისმცემელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული