Thumbnail

ნახეთ: ბიგ შონმა ალბომი Detroit 2 დააანონსა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა, შონ მაიკლ ლეონარდმა, ფსევდონიმით Big Sean, ახალი ალბომი Detroit 2 დააანონსა. მუსიკოსმა იუთუბზე ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელშიც კომპოზიციების ნაწყვეტები, სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობის პროცესი და სხვა საინტერესო კადრებია წარმოდგენილი. რეპერის თქმით, ალბომის შთაგონების წყარო მისი მშობლიური დეტროიტია, რომელიც დღემდე მისი რჩეული ქალაქია.

► მოუსმინეთ: Big Sean - Overtime 

► ნახეთ: Big Sean ვიდეორგოლს Single Again ავრცელებს 

► ნახეთ: Big Sean და ASAP Ferg კლიპს Bezerk ავრცელებენ 

აღსანიშნავია, რომ ახალი ალბომი შონის მიერ 2012 წელს გამოშვებული სწორედ იმ მიქსტეიპის გაგრძელებაა, რომლითაც რეპერმა ფართო საზოგადოებისა და კოლეგების აღიარება მოიპოვა.

ბიგ შონმა, რომელიც თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი წამყვანი არტისტია, მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. შემსრულებელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი სადებიუტო, პლატინის სტატუსის მფლობელი ალბომით Finally Famous გახდა. მას შემდეგ, რეპერმა კიდევ 3 კომერციულად წარმატებული სტუდიური ჩანაწერი გაავრცელა. 2017 წლის მიწურულს კი მაიკლმა და მეთრო ბუმინმა ერთობლივი ნამუშევრის Double Or Nothing ირგვლივ ითანამშრომლეს. დეტროიტელი მუსიკოსი ცნობილი ლეიბლის G.O.O.D Music ერთ-ერთი წევრია. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული