Thumbnail

კორონავირუსის გამო როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონია ნოემბერში ჩატარდება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო როკ-ენ-როლის დიდების დარბაზმა ცერემონია გადადო. ღონისძიება 2 მაისის ნაცვლად ქალაქ კლივლენდში 7 ნოემბერს გაიმართება და საკაბელო ტელევიზია HBO-ს პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

შეგახსენებთ, რომ წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი Depeche Mode, მომღერალი უიტნი ჰიუსტონი, ეპოქალური ჰიპ ჰოპ არტისტი The Notorious B.I.G., ამერიკული ბენდი Nine Inch Nails, აგრეთვე კოლექტივები: T. Rex და The Doobie Brothers შეიყვანეს.

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი და მუზეუმი კლივლენდში მდებარეობს. ორგანიზაცია ყოველწლიურად იმ არტისტებსა და ჯგუფებს ასახელებს, რომლებმაც მუსიკალურ ინდუსტრიაზე გავლენა მოახდინეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული