Thumbnail

კანადელმა ჰიპ ჰოპ პროდიუსერმა და რეპერმა, ნავრაჯ გორაიამ, ფსევდონიმით NAV, ახალი კომპოზიცია Turks გამოაქვეყნა, რომელშიც ატლანტელი თრეფ შემსრულებელი Gunna და პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, ტრევის სკოტი მონაწილეობენ.

► ნახეთ: Gunna - SKYBOX

► ნახეთ: Travis Scott და Young Thug კლიპს Out West ავრცელებენ

წარმოშობით ინდოელმა არტისტმა შემოქმედებითი კარიერა 2007 წელს დაიწყო. თავდაპირველად ის მხოლოდ ინსტრუმენტალებს წერდა, მოგვიანებით კი მსმენელს მომღერლის რანგშიც მოევლინა. 2018 წელს ნავრაჯმა სადებიუტო ალბომი Reckless გამოუშვა. მუსიკოსმა სახელი დრეიქთან, ტრევის სკოტთან და უიქენდთან თანამშრომლობით გაითქვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული