Thumbnail

MGK-მ და ტრევის ბარკერმა Paramore-ის კომპოზიცია Misery Business შეასრულეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კლივლენდელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კოლსონ ბეიკერმა, ფსევდონიმით Machine Gun Kelly და ცნობილი ჯგუფის Blink-182 დრამერმა, ტრევის ბარკერმა ამერიკული როკ ბენდის Paramore კომპოზიციის Misery Business ქავერ ვერსია ჩაწერეს. თვითიზოლაციაში მყოფმა მუსიკოსებმა სიმღერა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი სერიის #LockDownSessions ფარგლებში შეასრულეს.

► Machine Gun Kelly პოპ პანკ ალბომზე მუშაობს

► ნახეთ: ტრევის ბარკერი და ლილ უეინი კომპოზიციის Gimme Brain ალტერნატიულ კლიპში

Misery Business გრემის მფლობელმა როკ ჯგუფმა Paramore 2007 წელს გამოუშვა. სინგლი ბენდის რიგით მეორე ალბომში Riot! შედის.

მეშინ გან ქელიმ მუსიკალური კარიერა 2006 წელს, მიქსტეიპის Unstoppable გამოშვებით დაიწყო. მისი წარმატება 2012 წელს ჩაწერილ სადებიუტო ალბომს Lace Up უკავშირდება. რეპერმა 2017 წელს გაყიდვაში სტუდიური ნამუშევარი Bloom ჩაუშვა, რომელმაც მალევე ოქროს სტატუსი მოიპოვა.

ტრევის ბარკერმა კი მუსიკალური კარიერა 1993 წელს დაიწყო. ის ცნობილი ჯგუფ Blink 182-ში მოღვაწეობით გახდა. არტისტი პარალელურად სუპერჯგუფში Transplants უკრავს. გამოცემა Rolling Stone-მა მას "პანკის პირველი სუპერვარსკვლავი დრამერი" უწოდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული