Thumbnail

ნახეთ: ნილ იანგმა თვითიზოლაციაში მყოფებისთვის მინი კონცერტი გამართა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა კანადელმა მუსიკოსმა, ნილ იანგმა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის პროექტ Fireside Session-ის ფარგლებში საკუთარ ეზოში 6 კომპოზიცია შეასრულა. მან აგრეთვე კანადური დუეტის Ian & Sylvia ტრეკის Four Strong Winds ქავერ ვერსია იმღერა. 

ვიდეოს ხილვა მუსიკოსის ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ.

ნილ იანგმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1960 წელს დაიწყო. მუსიკოსს კარიერაში სამი გრემი აქვს მიღებული. არტისტი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს. შემსრულებელს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Harvest Moon, Old Man და Heart Of Gold მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული