Thumbnail

არიანა გრანდე უსამსახუროდ დარჩენილ ადამიანებს ფულს ანონიმურად ურიცხავს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

თვითიზოლაცია და სოციალური დისტანცირება Covid19-ის შეჩერების საუკეთესო საშუალებებია, თუმცა, მათი დაცვით მსოფლიოში ბევრმა ადამიანმა სამსახური დაკარგა, მათ შორის არიან ამერიკელი პოპვარსკვლავის, არიანა გრანდეს თაყვანისმცემლებიც. გამოცემა TMZ-ის ცნობით, 26 წლის არტისტი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩენილი მსმენელების პრობლემებს სოციალური ქსელების საშუალებით ისმენს, შემდეგ კი მათ ონლაინ გადარიცხვის სერვისის Venmo მეშვეობით თანხას ანონიმურად უგზავნის.

► არიანა გრანდეს სახლის ეზოში მამაკაცი დააკავეს, რომელსაც სასიყვარულო წერილი აღმოაჩნდა

► ნახეთ: არიანა გრანდემ ჯიმ ქერისთან ერთად Stick Together იმღერა

"როგორც გვატყობინებენ, ასეთი მინიმუმ 10 შემთხვევა იყო. არიანას თაყვანისმცემლები გვიყვებიან, რომ მასთან საუბრის შემდეგ მოულოდნელად ჩაერიცხათ 500-დან 1500 აშშ დოლარამდე თანხა, რაც, მათი აზრით, არტისტმა გამოგზავნა. მუსიკოსი დასახმარებლად იმ ადამიანებს ირჩევს, რომლებიც მომსახურების სფეროში იყვნენ დასაქმებული. ერთ-ერთი ბიჭის თქმით, რაც არიანას გაუმხილა, რომ აპრილში ბინის ქირის გადახდას ვერ შეძლებდა, Venmo-ს ანგარიშზე ფული ჩაერიცხა", - წერს TMZ.

არიანა გრანდე ერთადერთი მუსიკოსი არაა, რომელიც ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში მსმენელთა ნაწილს ფინანსურად ეხმარება. როგორც პოპვარსკვლავ ტეილორ სვიფტის რამდენიმე თაყვანისმცემელმა ტვიტერზე დაწერა, მომღერლისგან 3000-3000 დოლარი მიიღეს კომუნალური და სხვა ხარჯების დასაფარად.

ბარბადოსელი მომღერლის, რიანას საქველმოქმედო ფონდმა The Clara Lionel Foundation კი კორონავირუსთან საბრძოლველად $5 მილიონი გაიღო. 

ამ მომენტში მსოფლიოში ახალი კორონავირუსის ნახევარ მილიონზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული, გარდაცვლილთა ოდენობა კი 24,872-ს აღწევს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული