Thumbnail

Rammstein-ის ტილ ლინდემანს კორონავირუსი დაუდგინდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი გერმანული ჯგუფის, Rammstein-ის ფრონტმენი, ტილ ლინდემანი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bild ავრცელებს.

 ნახეთ: Rammstein-ის ფრონტმენმა, ტილ ლინდემანმა კლიპი Ach so gern გაავრცელა

57 წლის მუსიკოსი ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს. ექიმების განცხადებით, ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ცნობილია, რომ ლინდემანი სამშობლოში მოსკოვში გამართული კონცერტის შემდეგ 15 მარტს დაბრუნდა. მაღალი ტემპერატურისა და მშრალი ხველის გამო ის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა.

ლინდემანმა შემოქმედებითი კარიერა 1981 წელს დაიწყო. ის ცნობილი ჯგუფ "რამშტაინში" მოღვაწეობით გახდა. არტისტს კოლექტივთან ერთად 45 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. შემსრულებელს რამდენიმე მხატვრულ ფილმშიც აქვს ნათამაშები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული