Thumbnail

სუზი კუატროს შესახებ გადაღებული ფილმი 1 ივლისს გამოვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის, სუზი კუატროს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ დოკუმენტური ფილმი Suzi Q გადაიღეს. სურათი, რომლის რეჟისორიც ლიამ ფირმეჯერი გახლავთ, კინოეკრანებზე 1 ივლისს გამოვა.

ფილმში სუზის ოჯახის წევრების გარდა, ისეთ მუსიკოსებთან ჩაწერილი ინტერვიუები შევა, როგორებიც არიან: ელის კუპერი, ჯოან ჯეტი, დები ჰარი და სხვები. სურათის თრეილერი უკვე გავრცელდა:

სუზი კუატრომ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1964 წელს დაიწყო. ის პირველი ბას-გიტარისტი ქალია, რომელიც როკ მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ არტისტად იქცა. შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 50 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მომღერალს განსაკუთრებული წარმატება კრის ნორმანთან ერთად ჩაწერილმა კომპოზიციამ Stumblin' In მოუტანა. სუზის ცნობილ ნამუშევრებად ასევე სიმღერები: Can The Can, Devil Gate Drive და She's In Love With You ითვლება. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული