Thumbnail

მოუსმინეთ: ნიკოლას ჯაარმა ახალი ალბომი Cenizas გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

წარმოშობით ჩილელმა მუსიკოსმა, ნიკოლას ჯაარმა საკუთარ ლეიბლზე Other People ახალი ალბომი Cenizas გამოუშვა. ნამუშევარში სულ 13 კომპოზიციაა წარმოდგენილი. 

► მოუსმინეთ: ნიკოლას ჯაარმა ჩანაწერი Illusions of Shameless Abundance გაავრცელა

► მოუსმინეთ: ნიკოლას ჯაარმა ალბომი "2017-2019" გაავრცელა

აღსანიშნავია, რომ ჯაარმა კიდევ ერთი პროექტის Against All Logic ფარგლებში მიმდინარე წელს ორი ჩანაწერი Illusions of Shameless Abundance და "2017-2019" გამოსცა.

ნიკოლას ჯაარმა მუსიკალური მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ამ დრომდე მას საკუთარი სახელით 2 ალბომი და 11 EP აქვს გამოცემული. მისი ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია Mi Mujer, Let's Live For Today და El Bandido. 2013 წელს ბრუკლინელ მულტიინსტრუმენტალისტ დეივ ჰარინგტონთან ერთად არტისტმა ელექტრონული დუეტი Darkside ჩამოაყალიბა, რომლის ფარგლებშიც ალბომი Psychic გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული