Thumbnail

ქართველი მუსიკოსი Moku J სოლო ალბომს Symbionese Liberation Army ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

მუსიკოსმა ჯონდო ჯაფარიძემ, ფსევდონიმით Moku J, სადებიუტო სოლო ალბომი Symbionese Liberation Army გაავრცელა. სტუდიური ჩანაწერი 11 კომპოზიციას აერთიანებს.

► მოუსმინეთ: ქართველი მუსიკოსი Moku T სოლო ალბომს In Thru Mentals ავრცელებს

ჯონდო ჯაფარიძე ჯგუფ MokuMoku-ს წევრია. მუსიკოსმა კოლექტივთან ერთად სადებიუტო ალბომი Blues Build The Temple 2015 წელს გაავრცელა. 2018 წელს კი არტისტმა ბენდთან ერთად მადრიდში, ცნობილ მუსიკალურ ფესტივალზე Mad Cool დაუკრა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს პირველი ინსტრუმენტული სოლო ჩანაწერი In Thru Mentals გამოუშვა ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, ტატო რუსიამ, ფსევდონიმით Moku T.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული