Thumbnail

პოპულარულმა ატლანტელმა მუსიკოსმა, ნეივადიუს უილბერნმა, ფსევდონიმით Future, მსმენელს ახალი კომპოზიცია Tycoon და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი შესთავაზა. ჩანაწერის პროდიუსერი არაერთი ჰიტის ავტორი Wheezy გახლავთ. ტრეკი ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტის მომავალი ალბომის ერთ-ერთი სინგლია.

► ნახეთ: Future - Life Is Good Ft. Drake 

► მოუსმინეთ: Future - Life Is Good (Remix) Ft. Drake, DaBaby & Lil Baby 

► ნახეთ: 2 Chainz და Future კლიპს Dead Man Walking ავრცელებენ 

მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. 2017 წელს მან ორი სტუდიური ჩანაწერი Future და Hndrxx გაავრცელა. პირველი მათგანი პლატინის, მეორე კი ოქროს სტატუსის მფლობელია. 2019 წელს არტისტმა მსმენელს დღეისთვის ბოლო ალბომი The WIZRD შესთავაზა. გრემის მფლობელი მუსიკოსი თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი წარმომადგენელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული