Thumbnail

ნახეთ: Fabolous კლიპს Cold Summer ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯონ ჯექსონი, ფსევდონიმით Fabolous, მსმენელს კომპოზიციაზე Cold Summer გადაღებული ვიდეორგოლით დაუბრუნდა. ტრეკის ერთ-ერთი პროდიუსერი ცნობილი მუსიკოსი AraabMUZIK გახლავთ, რომელთანაც რეპერმა წარსულშიც არაერთხელ ითანამშრომლა. ჩანაწერი ბრუკლინელი შემსრულებლის ბოლო ალბომის Summertime Shootout 3: Coldest Summer Ever სინგლია.

► მოუსმინეთ: Fabolous ალბომს Summertime Shootout 3: Coldest Summer Ever ავრცელებს 

► ნახეთ: Fabolous ტრეკს B.O.M.B.S. ასრულებს 

► ნახეთ: Fabolous ფრისტაილს კითხულობს 

ჯონ ჯექსონმა მუსიკალური კარიერა 1998 წელს დაიწყო. ის 2000-იანი წლების ნიუ იორკული ჰოპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. არტისტმა 2001 წელს სადებიუტო ჩანაწერი Ghetto Fabolous გაავრცელა, რომელიც დღეს პლატინის სტატუსის მფლობელია. მისი დისკოგრაფია 7 სტუდიური და ერთი კოლაბორაციული ალბომისგან, აგრეთვე, 11 მიქსტეიპისგან შედგება.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული