Thumbnail

პოლონელი კომპოზიტორი, კრიშტოფ პენდერეცკი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოლონელი კომპოზიტორი, კრიშტოფ პენდერეცკი 86 წლის ასაკში ქალაქ კრაკოვში, საკუთარ სახლში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მისი ცოლის მიერ დაარსებული ორგანიზაციის Ludwig van Beethoven Association ხელმძღვანელმა, ანჯეი გიზამ დაადასტურა.

კრიშტოფ პენდერეცკის წარმატება თავდაპირველად 1960 წელს შექმნილმა კომპოზიციამ Threnody to the Victims of Hiroshima მოუტანა, რომელიც მან იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბის შედეგად დაზარალებულებსა და გარდაცვლილებს მიუძღვნა. პოპულარობა მოიპოვა აგრეთვე მისმა ნამუშევარმა Polish Requiem, რომელიც მან ნობელის პრემიის ლაურეატი პრეზიდენტის, ლეხ ვალენსას პატივსაცემად დაწერა.

მოღვაწეობის განმავლობაში პენდერეცკიმ გრემის ჯილდოს მოპოვება 4-ჯერ მოახერხა. კომპოზიტორის ცნობილი ნამუშევრებია: Symphony No. 3, St Luke Passion, Anaklasis, Utrenja და სხვა. მისი ნაწარმოებები გამოყენებულია ისეთ ფილმებსა და სერიალებში, როგორებიცაა: The Shining, Twin Peaks, The Exorcist, Wild at Heart, Shutter Island და ა.შ. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული