Thumbnail

The Weeknd-მა პირველ კვირაში ალბომის გაყიდვებით BTS-ს გადაასწრო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადელი მუსიკოსის, The Weeknd-ის ახალგავრცელებული სტუდიური ნამუშევარი After Hours გამოსვლიდან პირველ კვირაში რეკორდული, 444,000-იანი ტირაჟით გაიყიდა და ბილბორდის ჩარტის სათავეშიც მოექცა. აქამდე 2020 წელს გამოშვებულ ალბომებს შორის ამერიკაში ყველაზე წარმატებული სადებიუტო კვირა სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის ჩანაწერს Map of the Soul: 7 ჰქონდა, რომლის გაყიდვებმა 422,000 ეგზემპლარი შეადგინა.

► ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ BTS-ს?

► მოუსმინეთ: The Weeknd ალბომის After Hours დელუქს ვერსიას ავრცელებს

აღსანიშნავია, რომ 444,000 ეგზემპლარიდან წმინდა ალბომის გაყიდვებმა 275,000 შეადგინა, დანარჩენ შემთხვევებში ჩანაწერი მსმენელებმა უიქენდის ვებგვერდზე ტურნეს ბილეთებთან და ბრენდირებულ ნივთებთან ერთად შეიძინეს. თუ მხოლოდ ალბომების გაყიდვებს შევადარებთ, "ბითიესის" Map of the Soul: 7, 347,000-იანი მაჩვენებლით, სადებიუტო კვირაში კომერციულად ყველაზე წარმატებული სტუდიური ნამუშევრის სტატუსს შეინარჩუნებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული