Thumbnail

ჰიპ ჰოპ არტისტმა, გიორგი პავლიაშვილმა, ფსევდონიმით მასტერი, მსმენელს კიდევ ერთი კომპოზიცია "არ მინდა" შესთავაზა. ეს მეოთხე ახალი ნამუშევარია, რომელიც შემსრულებელმა მარტში გაავრცელა. ჩანაწერის პროდიუსერი Benjii Yang გახლავთ.

► მოუსმინეთ: მასტერი x N ice - რატომ (Remix) 

► მოუსმინეთ: მასტერი - წერილები სხვენში  

► მოუსმინეთ: მასტერი - Bang 

გიორგი პავლიაშვილმა მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი ერთ-ერთი პირველი წარმატებული ჩანაწერი "მომე" გახლავთ. ამ ნამუშევარზე მუშაობისას, არტისტმა მის უფროს კოლეგებთან, კაბუსთან და ძვალთან ითანამშრომლა. მუსიკოსი საკუთარ სიმღერებში ხშირად იყენებს ძველი ქართული ტრეკების სემპლებს. მისი ცნობილი კომპოზიციებია: "დამსინა", "შენ წამოდი", "დარჩი რა" და სხვა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული