Thumbnail

მოუსმინეთ: ნილს ფრამმა ახალი ალბომი Empty გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

გერმანელმა მუსიკოსმა, პროდიუსერმა და პიანისტმა, ნილს ფრამმა ახალი ალბომი Empty გაავრცელა. სტუდიური ჩანაწერი 8 კომპოზიციას აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ არტისტმა ნამუშევარი პიანინოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 28 მარტს გაავრცელა. პიანინოს დღე, რომელიც მუსიკოსმა 2015 წელს დააარსა, ყოველი წლის 88-ე დღეს აღინიშნება, რადგანაც ამ ინსტრუმენტს სწორედ ამდენი კლავიში აქვს.

ნილს ფრამის შემოქმედება ელექტრონულ და ექსპერიმენტულ მუსიკას აერთიანებს. შემსრულებელი თავის დროზე ისეთ არტისტებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან ოლაფურ არნალდსი და  DJ Shadow. ნილსს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Re და Says მოუტანა. 2015 წელს ის ფესტივალის Tbilisi Summer Set ეგიდით საქართველოსაც ეწვია. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული