Thumbnail

ნახეთ: DJ Grotask-ის ფრისტაილი პროექტში "ზამთარი"

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ნიკოლოზ ვერძეულმა, ფსევდონიმით Nick Green, საავტორო პროექტის "ზამთარი" მუსიკალური ნაწილის ახალი ეპიზოდი გამოაქვეყნა, რომელშიც მისი გამოცდილი კოლეგა, დიჯეი და რეპერი, გოჩა ხუხუნი, სასცენო სახელით DJ Grotask მონაწილეობს. გროტასკმა ნიკ გრინის ბითზე ფრისტაილი შეასრულა.

► ნახეთ: Pele პროექტში Zamtari ფრისტაილს კითხულობს 

► ნახეთ: N Ice პროექტში Zamtari ფრისტაილს კითხულობს

► ნახეთ: ნიკ გრინის პროექტში "ზამთარი" კოა მოჰაუკმა ფრისტაილი შეასრულა

გოჩამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. დიჯეი და ემსი მუსიკალური კოლექტივის DigMassive, აგრეთვე, ცნობილ კოლეგასთან, სამორი ბალდესთან ერთად ჩამოყალიბებული დუეტის "ძველი რესურსი" წევრია. 2012 წელს გაერთიანებამ ერთადერთი ალბომი "გონივრული მოძრაობა" გამოაქვეყნა. რეპერის პოპულარული კომპოზიციებია: "Flow ჩაქუჩი", "სცენის სიცხე" და სხვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული