Thumbnail

გთავაზობთ 2020 წლის მარტში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას:

ნახე სრული ფლეილისტი

10. Conway the Machine & The Alchemist - Shoot Sideways ft. Schoolboy Q

ჰიპ ჰოპ არტისტებმა Conway the Machine და The Alchemist ახალი კომპოზიცია Shoot Sideways და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გამოაქვეყნეს. ტრეკი მუსიკოსების ერთობლივ ჩანაწერში LULU შედის, რომელიც 30 მარტს გავრცელდა. მასში კალიფორნიელი რეპერი ScHoolboy Q მონაწილეობს.

9. Four Dimensional Monster Lobsters - Jennifer Gentle

ქართულმა ფსიქოდელიურმა სინთპოპ ჯგუფმა Four Dimensional Monster Lobsters ახალი კომპოზიცია Jennifer Gentle და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. ჩანაწერი მუსიკოსების მომავალ ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომლის გამოშვებაც მიმდინარე წლის აპრილში იგეგმება.

8. Mac Miller - Right

2018 წელს გარდაცვლილი მუსიკოსის, მაკ მილერის წარმომადგენლებმა ახალი კომპოზიცია Right გაავრცელეს. ტრეკი არტისტის ბოლო ალბომის Circles დელუქს ვერსიაში შევიდა, რომელიც 19 მარტს გამოიცა.

7. Die Antwoord - Open the Door ft. Panther Modern

სამხრეთაფრიკულმა ჰიპ ჰოპ ჯგუფმა Die Antwoord კომპოზიცია Open the Door გაავრცელა. ტრეკი მუსიკოსების ახალ ალბომში House of Zef არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 16 მარტს ჩაეშვა. ჩანაწერში ამერიკელი არტისტი Panther Modern მონაწილეობს. 

 6. The Weeknd - Alone Again

კანადელმა მუსიკოსმა, აბელ მაკონენ ტესფაიემ, სასცენო სახელით The Weeknd, ახალი კომპოზიცია Alone Again გამოუშვა. ჩანაწერი მის რიგით მეოთხე სტუდიურ ალბომში After Hours არის წარმოდგენილი, რომელიც 20 მარტს გავრცელდა.

5. Jay Electronica - The Blinding ft. Travis Scott

ვეტერანმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ტიმოთი ტედფორდმა, ფსევდონიმით Jay Electronica, ახალი კომპოზიცია The Blinding გაავრცელა. 13 მარტს გამოშვებულ ალბომში A Written Testimony შესულ ტრეკს ის პოპულარულ ამერიკელ მუსიკოსთან, ტრევის სკოტთან ერთად ასრულებს.

 4. Bob Dylan - Murder Most Foul

ბობ დილანმა 17-წუთიანი ჩანაწერი Murder Most Foul გაავრცელა. ამერიკის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობის შესახებ შექმნილი კომპოზიცია ლეგენდარული მუსიკოსის მიერ 8-წლიანი პაუზის შემდეგ გამოშვებული პირველი ახალი ნამუშევარია.   

3. Yves Tumor - Kerosene!

ივ ტუმორმა ახალი კომპოზიცია Kerosene! გაავრცელა. ტრეკი ამერიკელი მუსიკოსის მომავალ ალბომში Heaven to a Tortured Mind იქნება წარმოდგენილი, რომლის გამოცემაც მიმდინარე წლის 3 აპრილისთვის არის დაგეგმილი.

2. Lebanon Hanover - The Last Thing

შვეიცარიულ-ბრიტანულმა დარქვეივ დუეტმა Lebanon Hanover ახალი კომპოზიცია The Last Thing და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. მუსიკოსების ამავე სახელწოდების სინგლი შეზღუდული ტირაჟით 30 მაისს გამოიცემა.

1. Chromatics - Famous Monsters

ამერიკულმა ჯგუფმა Chromatics კომპოზიცია Famous Monsters და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. ეს პორტლენდელი მუსიკოსების მიერ 2020 წელს ჩაწერილი უკვე მეორე ახალი სიმღერაა. კიდევ ერთი სინგლი სახელწოდებით TOY თებერვალში გამოვიდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული