Thumbnail

დუა ლიპა: აბეზარმა კაცებმა რომ არ შეგვაწუხონ, ქალებს თავის დათრგუნვა გვიწევს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბრიტანელმა პოპვარსკვლავმა, დუა ლიპამ გაზეთ The Sunday Times-თან ინტერვიუში თავის ახალ ალბომში Future Nostalgia შესული კომპოზიციის Boys Will Be Boys შინაარსზე ისაუბრა, რომელშიც საზოგადოებაში ქალების მიმართ დამოკიდებულებაზე მღერის. 24 წლის არტისტის თქმით, რასაც ნამუშევარში ამბობს, საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი.

► მოუსმინეთ: Dua Lipa ალბომს Future Nostalgia ავრცელებს

► მოუსმინეთ: Dua Lipa ახალ კომპოზიციას Break My Heart ავრცელებს

► დუა ლიპა: სოციალურ ქსელებს იშვიათად ვიყენებ, რომ ფსიქიკას გავუფრთხილდე

"ბიჭებისგან დაშინებული სკოლიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი, ბრაზი მახრჩობდა. იმის გამო, რომ აბეზარმა კაცებმა არ შეგვაწუხონ, საკუთარი თავის დათრგუნვა გვიწევს. სხეულს ვიფარავთ, რომ მათ სალაპარაკო არ მივცეთ. ბავშვობიდან თავში გვიბეჭდავენ, რომ მათგან ასეთი დამოკიდებულება სრულებით ნორმალურია. ეს თამაშს Kiss Chase მაგონებს, რომელიც უმცროს კლასებშია გავრცელებული - სინამდვილეში გოგონებს სულაც არ უნდათ, 7 წლის ასაკში ვინმემ აკოცოს. გარბიხარ, რომ არ დაგიჭირონ და თავს უხერხულად გრძნობ, მაგრამ მასწავლებელი არაფერს ამბობს, რადგან ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი თამაშია. თუ სკოლებში ამის განხილვას ხმამაღლა დაიწყებენ, საზოგადოების მიდგომაც შეიცვლება", - ამბობს მუსიკოსი.

დუა ლიპას თქმით, მუსიკალურ ინდუსტრიაშიც ქალებისგან უფრო მეტს მოითხოვენ, ვიდრე მამაკაცებისგან.

"პოპშემსრულებელ კაცებს ნაკლებად გამომცდელი მზერით აკვირდებიან, ვიდრე ქალებს. თუ შორტი ჩაიცვი, ესე იგი გრძელ ფეხებს უწევ დემონსტრირებას. როცა ჩემზე ისეთ რამეს წერენ, რაც არაფერ შუაშია მუსიკალურ ნიჭთან, თავს ნივთად ვგრძნობ. ხალხს უყვარს ქალების ობიექტივიზაცია", - ამბობს მომღერალი.

გრემის მფლობელმა, წარმოშობით ალბანელმა მომღერალმა, დუა ლიპამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმარტება 2017 წელს გამოსულმა სინგლმა New Rules მოუტანა. ჩანაწერზე გადაღებულმა კლიპმა იუთუბზე ორ მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული