Thumbnail

ვიზ ქალიფამ დაასახელა რეპერები, რომლებიც ყველაზე მეტ მარიხუანას ეწევიან

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მარიხუანის მოყვარული პიტსბურგელი ჰიპ ჰოპ არტისტი, კამერონ თომასი, ფსევდონიმით Wiz Khalifa, რომელიც კანაფისგან წარმოებული პროდუქტების ბრენდს Khalifa Kush ფლობს, ცნობილი გადაცემის Big Boy's Neighborhood სტუმარი გახლდათ. ბიგ ბოისთან სხვადასხვა საკითხზე საუბრის შემდეგ, რეპერმა მარიხუანის ყველაზე ძლიერი და სუსტი მწეველი კოლეგები დაასახელა.

მოუსმინეთ: Wiz Khalifa 7-ტრეკიან ჩანაწერს The Saga Of Wiz Khalifa ავრცელებს

ნახეთ: Wiz Khalifa-მ Snoop Dogg-ის პატივსაცემად ტატუები დაიხატა

ნახეთ: Wiz Khalifa-მ კანაფის ზეთი გამოუშვა

სუსტ მწეველებად ვიზ ქალიფამ დეტროიტელი ბიგ შონი და ნიუ იორკელი ფრენჩ მონტანა მოიხსენია. მისივე თქმით, მარიხუანას გამორჩეულად ლეგენდარული სნუპ დოგი იტანს, თუმცა, ის ცნობილი კოლექტივის Cypress Hill წევრ ბი-რეალს ვერ შეედრება. ამ უკანასკნელისა და სნუპ დოგის შემდეგ, არტისტმა საუკეთესო მწეველად საკუთარი თავი დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული