Thumbnail

ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ბერინგტონ ჰენდრიქსმა, ფსევდონიმით JPEGMAFIA, თებერვალში გამოქვეყნებული კომპოზიციის BALD! რემიქსი გაავრცელა. ტრეკის განახლებულ ვერსიაში ცნობილი ფლორიდელი მუსიკოსი Denzel Curry მონაწილეობს, რომელსაც ჯეიფეგთან წარსულშიც უთანამშრომლია. ჩანაწერის პროდიუსერი თავად ჰენდრიქსი გახლავთ.

ნახეთ: JPEGMAFIA - BODYGUARD!

ნახეთ: JPEGMAFIA - Covered In Money!

ნახეთ: JPEGMAFIA - BALD!

ბალტიმორელმა არტისტმა მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. დღეისთვის მისი შემოქმედება 2 ოფიციალურ მიქსტეიპსა და 3 ალბომს აერთიანებს. მათგან ყველაზე დიდი მოწონება 2018 წლის სტუდიურმა ჩანაწერმა Veteran მოიპოვა, რომელიც არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ წლის საუკეთესო ნამუშევრებს შორის დაასახელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული