Thumbnail

Denzel Curry მუსიკალური კარიერის დასრულებას აპირებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილ გამოცემა XXL-თან ინტერვიუში პოპულარულმა ფლორიდელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დენზელ კარიმ მომავალი სტუდიური ნამუშევრებისა და მუსიკალური კარიერის დასრულების შესახებ ისაუბრა.

მოუსმინეთ: Denzel Curry და Kenny Beats რვატრეკიან ჩანაწერს UNLOCKED ავრცელებენ

"არ მსურს, 16 წლის ასაკში დაწყებულ საქმეს მთელი ცხოვრება მივუძღვნა. არ შეიძლება, სამუდამოდ ერთი საქმით იყო დაკავებული. მომავალი სამი ალბომის შემდეგ მუსიკალურ კარიერას დავასრულებ. ჩემი წინა ორი სტუდიური ნამუშევრისგან განსხვავებით, მსურს, მომავალი ჩანაწერები, კომპიუტერული პროგრამების ნაცვლად, რეალური მუსიკალური საკრავების გამოყენებით შევქმნა. მომწონს, როდესაც ალბომი ქრონომეტრაჟი მოკლეა. 10 ტრეკი საკმარისია. მუსიკის მოსმენისას ისეთი სიამოვნება უნდა განიცადო, როგორიც ფილმის ყურებისას. ალბომი ფასთ ფუდს არ უნდა დაემსგავსოს, ის უნდა იყოს სრულყოფილი სადილი", - განაცხადა მუსიკოსმა.

ფლორიდელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2015 წლის ოქროს სტატუსის მქონე კომპოზიციით Ultimate გაიცნო. დენზელის გამორჩეული ალბომი 2018 წლის TA13OO გახლავთ, რომელმაც კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. დღეისთვის ბოლო სტუდიური ნამუშევარი Unlocked ფლორიდელმა მუსიკოსმა პროდიუსერ Kenny Beats-თან ერთად 2020 წლის თებერვალში გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული