Thumbnail

ნახეთ: 8 წლის ბლუ აივი დედის, ბიონსეს სიმღერის Mood 4 Eva ფონზე ცეკვავს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ვარსკვლავური წყვილის, ბიონსესა და ჯეი ზის უფროსი შვილის, 8 წლის ბლუ აივის პირადი სტილისტი, მანუელ მენდესი ინსტაგრამზე რამდენიმეწამიან ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც აფრიკულ ნაწნავებიანი გოგონა დედის სიმღერის Mood 4 Eva ფონზე ცეკვავს.

8 წლის ბლუ აივიმ ხელების დაბანის აუცილებლობის საჩვენებლად ექსპერიმენტი ჩაატარა

View this post on Instagram

Mood 4 Eva. #love

A post shared by Manuel A. Mendez (@itsamanuworld) on

ვიდეო 2019 წელს ბიონსეს კურატორობით გამოშვებული ალბომის The Lion King: The Gift შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის Making The Gift მონაკვეთია. კომპოზიცია Mood 4 Eva, რომელზეც ბლუ აივი ცეკვავს, სწორედ ხსენებულ სტუდიურ ჩანაწერში შედის. მასში, ბიონსესთან ერთად, Jay-Z და Childish Gambino მონაწილეობენ.

მუსიკალურ ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიანი წყვილის, ბიონსესა და ჯეი ზის ქალიშვილი მუსიკით თავადაც არის დაინტერესებული. მისი დებიუტი რეპერის 2017 წლის ალბომში 4:44 შესული ნამუშევრით Blue's Freestyle შედგა, რომელშიც ის მამასთან ერთად რეპავს. ბლუ აივი ანიმაციური ფილმის The Lion King რიმეიქის საუნდტრეკების ალბომში The Lion King: The Gift შესული ტრეკის Brown Skin Girl ერთ-ერთი ავტორი და შემსრულებელიცაა, რისთვისაც 2019 წელს ღონისძიებაზე Soul Train Awards პირველი ჯილდო მიიღო წლის ჩანაწერის კატეგორიაში.

კომენტარები

ბოლოს დამატებული