Thumbnail

არიანა გრანდე: შეიძლება, რიანას შევძულდე, მაგრამ მის ახალ ალბომს მოუთმენლად ველი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, არიანა გრანდემ კომპანია Apple-ის რადიოსადგურ Beats 1-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პოპულარული ბარბადოსელი მუსიკოსის, რიანას ახალ ალბომს, სხვა ფანების მსგავსად, მოუთმენლად ელის. მას აქამდეც არაერთხელ აღუნიშნავს, რომ რირის დიდი თაყვანისმცემელია.

ნახეთ: არიანა გრანდე და ჯასტინ ბიბერი კლიპს Stuck With U ავრცელებენ

ნახეთ: არიანა გრანდემ ბროდვეის მიუზიკლიდან The Last Five Years სიმღერა შეასრულა

ნახეთ: არიანა გრანდემ My Everything შეასრულა

"ძალიან მიხარია, რომ რიანა კორონავირუსის პანდემიის დროს ქველმოქმედებაში დიდ ფულს ხარჯავს. ეს ბევრს რამეზე მეტყველებს. მის სტუდიურ ჩანაწერს Anti ყოველდღე ვუსმენ. ახლა კი დროა... მე ის მჭირდება... მიხვდით, რასაც ვგულისხმობ? შეიძლება, ამის გამო მას შევზიზღდე, თუმცა, მის ახალ ალბომს მოუთმენლად ველი, ვეღარ ვძლებ", - ამბობს არიანა.

რირის ახალი რეგეი ალბომი ჯერ კიდევ 2019 წელს უნდა გაევრცელებინა, თუმცა, ნამუშევარმა დღის სინათლე აქამდე ვერ იხილა. მიმდინარე წლის აპრილში ბარბადოსელმა მოითხოვა, რომ მომავალი ჩანაწერის შესახებ არავის აღარაფერი ეკითხა, რადგან ამ ეტაპზე მისთვის მთავარი პრიორიტეტი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაა.

აღსანიშნავია, რომ რიანასა და არიანა გრანდეს მრავალწლიანი მოღვაწეობის მიუხედავად ერთმანეთთან არ უთანამშრომლიათ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული