Thumbnail

რატომ არ აქვს ემინემს ტვიტერსა და ინსტაგრამზე არცერთი გვერდი გამოწერილი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ეპოქალური ჰიპ ჰოპ არტისტი, მარშალ მეზერსი, ფსევდონიმით Eminem, მრავალი წელია, სოციალურ ქსელებშია რეგისტრირებული. ტვიტერზე მას ამჟამად 23 მილიონი გამომწერი ჰყავს, ინსტაგრამზე კი 29.9. თუმცა, თავად არცერთი გვერდი აქვს გამოწერილი.

ლილ უეინმა და ემინემმა გაამხილეს, როგორ ეხმარებათ გუგლი ტექსტების წერისას

ნახეთ: ემინემმა კარანტინში მოსასმენი კომპოზიციების ფლეილისტი შეადგინა

ემინემს სახლში შეჭრილ თაყვანისმცემელთან გამკლავება მოუხდა

2015 წელს თაყვანისმცემლებთან საუბრისას, ერთ-ერთმა მსმენელმა ჰკითხა, რატომ არავინ ჰყავდა გამოწერილი ტვიტერზე, რაზეც რეპერმა ცნობილი ფრაზით უპასუხა:

"ყოველთვის იყავი ლიდერი, და არა მიმდევარი".

2019 წელს პლატფორმა reddit-ის მომხმარებლებმა შენიშნეს, რომ ემინემმა რეპერი Logic გამოიწერა. ამ უკანასკნელით დაინტერესება შესაძლოა, იმას უკავშირდებოდეს, რომ დეტროიტელმა ლოჯიქი შარშან საკუთარი ტურნეს ფარგლებში გამართული კონცერტების გამხსნელ არტისტად მიიწვია. ამის გარდა, მუსიკოსებმა ერთობლივ კომპოზიციაზე Homicide ითანამშრომლეს.

მუსიკოსის ოფიციალურ გვერდებზე დაკვირვებით შეიძლება, ითქვას, რომ ემინემი სოციალურ ქსელებს ძირითადად საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული პოსტების გამოსაქვეყნებლად, ანაც მეგობარი არტისტების დახმარების მიზნით იყენებს.

ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ლეიბლში Interscope Records გაწევრიანების შემდეგ გახდა, როდესაც 1999 წელს კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი The Slim Shady LP გამოუშვა. 2002 წელს მუსიკოსმა ოსკარის დაჯილდოებაზე ნომინაციაში "წლის საუკეთესო საუნდტრეკი" კომპოზიციით Lose Yourself გაიმარჯვა. ჩანაწერი მის ბიოგრაფიულ ფილმში 8 Mile შევიდა. ემინემი პირველი რეპერი გახდა, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.

ემინემის მეცხრე ალბომი Revival, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გამოვიდა, კომერციულად წარუმატებელი გამოდგა. 2018 წლის 31 აგვისტოს კი მუსიკოსმა ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე ახალი სტუდიური ჩანაწერი Kamikaze გაავრცელა. გამოსვლიდან ერთ კვირაში მსმენელებმა ნამუშევრის 434,000-ზე მეტი ეგზემპლარი შეიძინეს, რამაც ალბომი ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოახვედრა. 2020 წლის იანვარში მარშალმა ახალი ალბომი Music To Be Murdered By ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული